Sunday, October 26, 2014

მეეცხრე დღის რეფლექსია

პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო ჩემს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ესეთი საინტერესო და ჩემთვის გასაგები ტრენინგების ჩატარებისათვის საიდანაც გავიგე და ვისწავლე ბევრი რამ. დღეის ტრენინგით კი ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის ატვირთვა ბლოგზე,რათა ყველას შეეძლოს მისი გაცნობა და წაკითხვა. მოვახდინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.ეს იყო ჩემს მიერ გაკეთებული პირველი პროექტი და ვეცდები ახლო მომავალში დავგეგმო და გავაკეთო ახალი პროექტი.
მადლობა იმ პირებს ვინაც დაგეგმა და განახორციელა ეს პროექტი.

No comments:

Post a Comment