Sunday, October 26, 2014

მეეცხრე დღის რეფლექსია

პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო ჩემს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ესეთი საინტერესო და ჩემთვის გასაგები ტრენინგების ჩატარებისათვის საიდანაც გავიგე და ვისწავლე ბევრი რამ. დღეის ტრენინგით კი ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის ატვირთვა ბლოგზე,რათა ყველას შეეძლოს მისი გაცნობა და წაკითხვა. მოვახდინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.ეს იყო ჩემს მიერ გაკეთებული პირველი პროექტი და ვეცდები ახლო მომავალში დავგეგმო და გავაკეთო ახალი პროექტი.
მადლობა იმ პირებს ვინაც დაგეგმა და განახორციელა ეს პროექტი.

Saturday, October 25, 2014

მეერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს შევისწავლე გაჯეტების დამატება,ანიმაციებისა და სურათების გამოქვეყნება. ვისწავლე პორთფოლიოს პრეზენტაცია

Tuesday, October 21, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ყოველი ახალი ტრენინგი უფრო დამაინტერესებელია ჩემთვის.დღეს ვისწავლე და გავიგე მეტი, შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით.ვისწავლე მოსწავლის პრეზენტაციების შეფასება. მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს საინტერესო და გასაგები ტრენინგების ჩატარებისათვის.პატივისცემით თქვენდამი მარინა.

Saturday, October 18, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ვისწავლე მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშების შექმნა და შენახვა. სლაიდების შექმნა  და გაფორმება  დამუშავებული თემის ირგვლივ სასურველი დიზაინით.

Sunday, October 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

სურათი-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი-ჯანმრთელობის საწინდარია.

მასწავლებლის ბუკლეტიhttps://drive.google.com/file/d/0B_k9VBHQuDO3RVdoZHVCMDNGd3M/view?usp=sharing


       დღეის ტრენინგით გავიგე ინფორმაციის და სურათების  მოძიება და მისი გადატანა ჩემთვის სასურველ ადგილზე.გავიგე და ვისწავლე ლინკის გამოყენება და სასურველი ადამიანისათვის ჩემი აზრების გაზიარება ანუ მოვახდინე პიროვნებებთან კომუნიკაციის უნარის ამაღლება.მოვახდინე უკუკავშირი, ყველაფერი, რაც დღეს გავიგე დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში,თუ როგორ გამოვიყენოთ ინფორმაციული ტექნოლოგიები სწავლა -სწავლებაში.

Saturday, October 11, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

          დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ფორმა. მოვახდინეთ მისი შენახვა ჩვენს საქაღალდეში.              ტრენინგის მასალა ძალიან საინტერესო და გასაგები იყო ჩემთვის.

Sunday, October 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეის ტრენინგში ვისწავლე საპროექტო გეგმის ცხრილში მუშაობა გავიგე რაა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები რომლებიც შემდგომში დამეხმარება პროექტის შედგენაში.მოვიძიე სტანდარტიდან გამომდინარე აქტივობები და აქტივობებიდან გამომდინარე მიზნები,რომელიც შეესადაგება ჩემს მიერ შერჩეულ საპროექტო გეგმას.
ზოგადი კითხვა
რამდენად ჯანმრთელი ვარ?
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მივიღო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი?
შინაარსობრივი კითხვები
რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისთვის?